fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

მიტილინი: ფოტო, რომელმაც შოკი გამოიწვია – ახალშობილი მოტოციკლზე

როგორც ცნობილია, ფოტო გასულ კვირას არის გადაღებული და სოციალურ ქსელში მასზე თანდართულ კომენტარში წერია, რომ პოლიციამ უარი თქვა ჩარეულიყო აღნიშნულ ინციდენტში.

ბოლო 24 საათში ფოტო Facebook-ზე ძალიან პოპულარული გახდა  და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მოტოციკლზე, რომელსაც ჩაფხუტიანი მამაკაცი მართავს, ზის ასევე ქალი, რომელსაც ახალშობილი ერთი ხელით უჭირავს.

ფოტო გადაღებულია მითილინში, სადაც პოლიციამ ჩარევაზე უარი განაცხადა: ”ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ!”

სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ ქალის ქცევა უპასუხისმგებლოა და ბავშვის სიცოცხლეს დიდ საფრთხეს უქმნიან.

onalem

ტესტ