fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

კალამატა: საბედისწერო შობა 15 წლის გოგონასთვის და გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი 17 წლის მოზარდი

17 წლის ბიჭი ადასტურებს, რომ გოგონასთან სქესობივი კავშირი ჰქონდა, თუმცა, უარყოფს, რომ ეს ყველაფერი მისი თანხმობის გარეშე მოხდა. სასამართლომ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო ბიჭი გაათავისუფლა, თუმცა, პოლიცია საქმის დეტალურ გამოძიებას ცდილობს.

რაც ამ დრომდე ცნობილია, არის ის, რომ გოგონა დედასთან ერთად, მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი, პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა და ჩვენება მისცა. მისი თქმით, შობის დღეს, შუადღის საათებში, ბიჭმა ის ინტერნეტ კაფეში გააუპატიურა, სადაც გასართობად იყვნენ მისულები. 15 წლის გოგონა ექპერტმა შეამოწმა და 17 წლის ბიჭის დაპატიმრების ბრძანება გასცეს. თუმცა, შემდეგ გაათავისუფლეს.

17 წლის ბიჭმა პოლიციაში აღიარა, რომ გოგონასთან სქესობრივი კონტაქტი ჰქონდა, თუმცა, უარყოფს, რომ ეს გოგონას სურვილის საწინააღმდეგოდ მოხდა. მისი თქმით, ისინი ერთმანეთს იცნობდნენ. გოგონა კი ამბობს, რომ ბიჭს არ იცნობდა და ის ინტერნეტ კაფეში ტუალეტში შესვლისას აედევნა, შემდეგ კი გააუპატიურა.

პოლიცია მტკიცებულებების შეგროვებას ცდილობს.

ეს ამბავი კალამატაში მთავარ განხილვის თემად იქცა.

მსხვერპლისა და ე.წ. მოძალადის ჩვენებებიდან სიმართლის დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

ბიჭი კატეგორიულად უარყოფს გაუპატიურებს ფაქტს.

onalem

ტესტ