fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

მირტოს დედა საბერძნეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ

მირტოს ამბავი მთელი საბერძნეთისთვის კარგად ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ისტორიაა, რომელიც, თითქოს, ყველამ ერთნაირად განიცადა, თუმცა, რეალურად რა გაკეთდა გოგონას უკიდურეს მდგომარეობამდე მისული ჯანმრთელობისთვის, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

მას შემდეგ, რაც მირტოს კუნძულ ფაროსზე პაკისტანელი დაესხა თავს, 5,5 წელი გავიდა და ახლა მან თავისი ტრაგიკული ისტორიის ახალი ფურცელი გადაშალა.

გოგონას დედა, მარია კოტროცუ საბერძნეთის სახელმწიფოს უჩივის. მან რადიო radio1d.gr-ში ისაუბრა და განმარტა, რომ საბერძნეთის არ ზრუნავს მირტოზე და რეაბილიტაციაში არ ეხმარება. ქალბატონი მარია იმასაც აღნიშნავს, რომ წინა მთავრობა მათთვის ბევრს აკეთებდა და მირტო ამერიკაშიც კი გააგზავნეს.

ამჟამად მირტო ყოველდღიურ მკურნალობას გადის და მისთვის სახელმწიფოს მიერ გაღებული თანხა მხოლოდ 730 ევროა, რაც ელემენტარული, საჭირო მედიკამენტებისთვისაც კი არ არის საკმარისი.

კოტროცუ ამბობს, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ სასამართლოს გზით იბრძოლებს. თუ მირტო გადარჩა ეს კერძო სექტორის დამსახურება უფროა, ვიდრე სახელმწიფოს ზრუნვის.

როგორც ის აღნიშნავს, დამნაშავე რომ ბერძენი ყოფილიყო, სიტუაცია ბევრად სხვანაირი იქნებოდა. მაგრამ ის პაკისტანის მოქალაქე იყო, ხოლო პაკისტანმა და საბერძნეთმა არ მოაწერეს ხელი ორმხრივ შეთანხმებას, რის შედეგადაც საბერძნეთი მირტოს სამედიცინო ხარჯებს ვერ ფარავს.

onalem

ტესტ