fbpx
საბერძნეთი

მირტოს დედა არამატერიალური ზიანისთვის საბერძნეთის მთავრობას კომპენსაციას თხოვს.

გოგონას ინვალიდობის მაჩვენებელი 100%-ზეა.

მალე მირტოს დედა სასამართლოში წარსდება რათა ოფიციალურად შეედავოს საბერძნეთის მთავრობს არამატერიალური ზიანის შესახებ.

5.5 წლის წინ, პაროს კუნძულზე, 16 წლის მირტოს გაუპატიურება სცადა ერთმა პაკისტანელმა რომელიც არალეგალურად იყო შემოსული საბერძნეთის ტერიტორიაზე.

მან მირტოს თავში ქვა ჩაარტყა, რის შედეგადაც, გოგონას ისეთი ზიანი მიაყენა რომელიც სამწუხაროდ არ იკურნება. მის შედეგად, ოფიციალურად გოგონას ინვალიდობის მაჩვენებელი 100%-ზეა.

რას ითხოვს მირტოს დედა:

200.000 ევრო რადგან საბერძნეთის პოლიციამ ფაქტიურად არ შეუშალა ხელი პაკისტანელის არაკანონიერ და არალეგალურ შემოჭრას საბერძნეთის ტერიტორიაზე. არც მის შემდეგ რაც საბერძნეთში შემოვიდა, არაფერი გააკეთა რომ დაეჭირა.

საბერძნეთის პოლიციას აბრალებს იმ ფაქტს რომ ის არაკანონიერად დადიოდა საბერძნეთში და აკეთებდა იმას, რასაც უნდოდა. არავინ იცოდა მის არსებობაზე.

ბერძნულ პოლიციას რომ კონტროლი გაეკეთებინა და არალეგალი აეყვანა, ჩემი შვილი დღეს ამ მდგომარეობაში არ იქნებოდა” – ამბობს მირტოს დედა.

მირტოს ცხოვრება სრულიად განადგურებულია. ის 15 წლის გოგონა იყო, კარგი მოსწავლე, მომავალი წინ ქონდა. თუმცა, მას ეს მომავალი გაუნადგურეს”.

ასევე მირტოს დედა ითხოვს 2.977 ევროს ყოველ თვე, სამუდამოდ, რადგან მირტოს მოვლა არის ძალიან ძვირი. რადგან გოგონას ინვალიდობის მაჩვენებელი 100%-ზეა, მას ჭირდება ბევრი სპეციალისტები, წამლები, სპეციალური ბალიშები და უამრავი რამ.

მირტოს დედა და მირტოს და ასევე ითხოვენ 100.000 ევროს არამატერიალური ზიანისთვის. მათი ცხოვრება სრულიად შეიცვალა მირტოს ინციდენტის შემდეგ. ისინი 24 საათის რეჟიმში მირტოს უვლიან და მათი ცხოვრების პრიორიტეტი მირტოს მოვლაა.

სამწუხაროდ, მირტოს სიტუაცია ყოველ დღე უარესდება. მას არ შეუძლია გაამოძრაოს ხელები და ფეხები, მას არ შეუძლია კომუნიკაცია, ის ვერ გებულობს თუ რას ველაპარაკებით, სრულიად დამოკიდებულია მექანიკურ მხარდაჭერაზე, მას ეპილეფსიური კრიზისები ემართება..ვიცი რომ ის ვერასოდეს გახდება სრულიად ჯამრთელი, ზუსტად როგორც იყო სანამ პაროს კუნძულზე ინციდენტი მოხდებოდა..” ამბობს მირტოს დედა.