fbpx
საზოგადოება

“მინოა” ათენში: ფენომენი, რომელმაც ძლიერი წვიმა და შტორმი გამოიწვია (ფოტოები)

შაბათ-კვირის მსგავსად, ათენში დღესაც წვიმს. ბოლო დღეების ამინდი ფენომენმა “მინოამ” განაპირობა, რომელიც საბერძნეთს დაატყდა თავს. მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო 24 საათში 1, 000 გაელვება დაფიქსირდა.

სინოპტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ წვიმას სეტყვაც მოჰყვება. შტორმი ფიქსირდება ძირითადად ცენტრალურ საბერძნეთში, ასევე, მოსალოდნელია თესალონიკში.

რაც შეეხება კუნძულებს, ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი იონიის და ეგეოსის კუნძულებზე.

ყველაზე მეტად კი ფენომენი კუნძულ კრეტას დააზარალებს.

იხილეთ ფოტოები/ვიდეო:

onalem

ტესტ