fbpx
პოლიტიკასაქართველო

მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიისგან შსს 176 მანქანას ყიდულობს

სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანია “იბერია ავტოცენტრისგან” შინაგან საქმეთა სამინისტრო 176 მანქანას ყიდულობს. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არსებულ სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ამისთვის ხეჩიკაშვილის კომპანია 8 642 860 ლარს მიიღებს.

ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანია ტენდერში უკონკურენტო იყო

აღსანიშნავია, რომ მანქანები შს მინისტრობისას ირაკლი ღარიბაშვილმაც იყიდა და კომპანია ჯი-თი მოტორსს ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარი გადაუხადა. ამ კომპანიის წილის მფლობელები ქართული ოცნების შემომწირველები არიან. ახლა ირკვევა, რომ მაშინ ნაყიდი ავტომობილები საპოლიციო საქმიანობისთვის შეუფერებელი აღმოჩნდა.

onalem

ტესტ