fbpx
საზოგადოება

“მინდა ჩემი მომავალი მეორე ნახევარი შეფმზარეული იყოს” – ფეი სკორდა

ორი წელი გავიდა, რაც ფეი სკორდა და გიორგოს ლიაგასი ერთმანეთს დაშორდნენ. მას შემდეგ კი სკორდას პირადი ცხოვრების შესახებ ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია. ტელეწამყვანი ამ თემაზე საუბარს მუდმივად ერიდებოდა.

თუმცა, გუშინ ვასილის კალიდისთან მას მცირე დეტალი წამოსცდა, რასაც მისგან არავინ მოელოდა. ფეი სკორდა, როგორც ჩანს, გურმანია და მიუხედავად ბრწყინვალე სხეულისა, რომელიც მას, ცხადია, ტელეეკრანისთვისაც სჭირდება, გემრიელი კერძები ძალიან უყვარს.

“თუკი ისევ მექნება ურთიერთობა, ამას შეფთან გავაკეთებ. მართალს ვამბობ. არაფერია იმაზე კარგი, ვიდრე საჭელი, მართლა,” თქვა ფეი სკორდამ.

onalem

ტესტ