fbpx
საზოგადოება

მინა არნაუტი საცურაო კოსტიუმში პოზირებს და პადელიდის ბოლო სიტყვებზე საუბრობს

”ზოგიერთი ადამიანისთვის 18 თებერვალი პადელი პადელიდისის სიკვდილის სინონიმი გახდა, ჩემთვის კი ეს ჩემს სიცოცხლესთან და მეორედ დაბადებასთან ასოცირდება,” ამბობს მინა არნაუტი ერთ-ერთ ჟურნალთან ინტერვიუში.

30 წლის გოგონა ავტოავარიისასა, რომელმაც მომღერლის სიცოცხლე შეიწირა, სერიოზულად დაშავდა. ის ჰყვება, თუ რაზე საუბრობდა პადელიდისი სიკვდილის წინ და ამასთანავე ჟურნალისთვის საცურაო კოსტიუმშიც პოზირებს. ამას შეიძლება პროგრესი ეწოდოს, ვინაიდან ექიმებმა დიდი ძალისხმევის შედეგად შეძლეს, მისთვის ფეხი შეენარჩუნებინათ.

”მე პადელი ფროსოზე ადრე, საერთო სამეგობროში გავიცანი და ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებდით. ისინი საზღვაო ფლოტში მსახურობდნენ ეთად. ჩვენ არ ვიყავით საუკეთესო მეგობრები, თუმცა შეგვეძლო ერთმანეთი ხშირად, დღე და ღამე გვენახა და გვესაუბრა ჩვენს რომანტიულ ჰობებზე,” ჰყვება მინა.

გოგონა აღწერს, რომ ავარიამდე პადელი ძალიან ბევრს საუბრობდა და ნერვიულობდა მომავალ პრემიერაზე, რომელიც  Teatro-ს სცენაზე ჰქონდა. ისინი განიხილავდნენ წარმოდგენას და არნაუტი თვალცრემლიანი ჰყვება, რომ პადელი აჩვენებდა იმ ტანსაცმელს, რომელიც წარმოდგენისთვის ჰქონდა შერჩეული. ავარიის შემდეგ, როდესაც არნაუტიმ საავადმყოფოში გაიღვიძა, არ იცოდა პადელის გარდაცვალების ამბავი. მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს, ის ამ სიახლისგან დაეცვათ და 2 თვის მანძილზე არ უმხელდნენ სიმართლეს. როდესაც მინამ იკითხა, თუ როგორ ჩაიარა პადელის პრემიერამ, უთხრეს, რომ პრემიერა არ შემდგარა, რადგან პადელის ფეხზე პრობლემა შეექმნა. მას ძალიან უკვირდა, რომ პადელიდისმა ის არცერთხელ არ მოინახულა.

საბედისწერო დღეს მინა ფროსოს შეხვდა და ყავა დალიეს. ამ დროს პადეილი გამოჩნდა და გოგონებს პოკერის სათამაშოდ წასვლა შესთავაზა. ”იმ დღეს ძალიან გვიან ავდექი და არ მეძინებოდა, ამიტომ დავთანხმდი,” ამბობს მინა. პადეილიმ გაიხუმრა, რომ მას ძალიან კარგ მეგობრებს გააცნობდა. მიუხედავად პრემიერის თანმხლები ღელვისა, მინას ახსოვს, რომ პადელი არაჩვეულებრივ ხასიათზე იყო, ბევრს ხუმრობდა და ჰყვებოდა ანეკდოტებს. მას ხომ წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ რა ბედი ეწერა ამ ღამეს.

onalem

ტესტ