fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

მინა არნაუტი პადელიდის საქმეზე: ”ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ასე იქნებოდა”

მას შემდეგ, რაც საბერძნეთის პროკურატურამ პადელი პადელიდის საქმესთან დაკავშირებით დასკვნები გამოაქვეყნა, მინა არნაუტი კმაყოფილია და აცხადებს, რომ მომღერლის ოჯახის პრეტენზიები მის მიმართ სრულიად უსაფძვლო იყო და ეს ახლა დამტკიცდა.

არნაუტიმ საკუთარი სოციალური ქსელის გვერდზე დაწერა, რომ საქმის ოფიციალური შედეგები გამოქვეყნდა და რომ ის სრულიად მართალია. სტატუსს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და ისიც პასუხობდა მათ კომენტარებს:

”ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ასე იქნებოდა. მე არაფერი გამკვირვებია. უბრალოდ, კარგი იქნებოდა ეს დასკვნა ზოგიერთისთვის სახეში ამეფარებინა. ”

კომენტარებში მას მოუწოდებენ, რომ დამშვიდდეს და საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება გააგრძელოს… რადგან ახლა უკვე ყველაფერი კარგად არის.

onalem

ტესტ