fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

მინა არნაუტი 13 ოპერაციის შემდეგ: “მან შეუძლებელი შეძლო და ოცნებები დამიბრუნა”

საშინელი ტრაგედიიდან, რომელსაც პადელი პადელიდის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 წელი გავიდა და მინა არნაუტი, რომელიც საბედისწერო დღეს მანქანაში მომღერალთან ერთად იჯდა, ჯანმრთელობის პრობლემებთან ბრძოლას ჯერ კიდევ აგრძელებს. მისი თქმით, მე-13 ოპერაციამ, რომელიც მან გაიკეთა, წარმატებით ჩაიარა.

არნაუტიმ გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც დედას მისი ხელი უჭირავს, წარწერით: “დედა, მარტო შენ! ძალიან ვღელავდი და მეშინოდა ამ ოპერაციის სირთულის. მიკროქირურგმა, სარანტის სპირიდონოსმა, შეუძლებელი შეძლო და ჩემი ოცნება დამიბრუნა! ის ახლა ნამდვლად ჩემს ხელშია! შეიძლება, მტკივა, მაგრამ ახლა ნამდვილად ბედნიერი ვარ!”


onalem

ტესტ