fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

მიმოწერა აჩვენებს, რომ 19 წლის მოდელი საშინელი ტყუილის მსხვერპლი გახდა

ჰონგ-კონგში დაკავებულ 19 წლის ბერძენ მოდელთან დაკავშირებით გამოძიება წინ მიდის. როგორც გაირკვა, გოგონა კრიმინალური საქმისთვის საუკეთესო მასალა გამოდგა და საშინელი ტყუილის მსხვერპლი გახდა. ამოღებულია მიმოწერა მისი სოციალური ქსელიდან.

მას არასოდეს უსწავლია კალამატაში, როგორც მისი მეგობრები ამბობდნენ, არასოდეს დარჩენილა სტუდენტთა საცხოვრებელში და არასოდეს არსებულა სამოგზაურო კონკურსი, რომელშიც ეგონა, რომ გაიმარჯვა. სანამ მას ჰონგ-კონგში 2,6 კგ კოკაინით დააკავებდნენ, მოგზაურობდა დუბაიდან ბრაზილიაში, ბრაზილიიდან კვიპროსში, შემდეგ ეთიოპიაში, საიდანაც ჩინეთში ჩაფრინდა.

მის მეგობართან მიმოწერებში ჩანს, რომ მეოცნებე გოგონა ადვილად წამოეგო ანკესზე, რომელიც ზედმეტად სახიფათო იყო. თუმცა, ამის შესახებ არაფერი იცოდა.

“4 დღით ათენში მივდივარ და შემდეგ ბრაზილიაში,” წერს ირინი მელისაროპულო მეგობარ გოგონას. ამ მიმოწერისაას ამბობს, რომ ის დუბაიში იმყოფება. “მათ კონვერტი მომცეს ათენიდან, რომელზეც ვიზები და ბეჭდები უნდა დაიტანონ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც გავივლი. შემდეგ კი ათენში დავბრუნდები, ეს ტურნე 15 დღეზე ნაკლები გრძელდება.”

მიმოწერებიდან ჩანს, რომ ირინის მეგობარი ეკითხება, თუ რა უნდა გააკეთოს კონკრეტულად ამ ქვეყნებში ჩასვლისას, თუმცა, ის იმეორებს, რომ მისი მიზანი ვიზებისა და ბეჭდების (შტამპების) აღებაა.

დიდი ტყუილი

მისი მშობლები და ბებია მისი სწავლის ფულს იხდიდნენ. ის გადიოდა გერმანულის, ინგლისურის და ფრანგულის გაკვეთილებს. ასევე ეუფლებოდა ფორტეპიანოსა და ტენისს. ის ყველაფერში საუკეთესო იყო. თბილი და კარგი გოგონა, რომელიც პრობლემას არასოდეს არავის უქმნიდა. თუმცა, სკოლის დასრულების შემდეგ უფრო ჩაკეტილი და ოდნავ აგრესიული გახდა, რასაც ვერაფერს უკავშირებდნენ. თუმცა, ვისაც ის უყვარდა, ყველა კარგად ახასიათებს.

ირინიმ 8 ნოემბერს სოციალურ ქსელში დაწერა სტატუსი:

“მე ვირჩევ ვიყო ბედნიერი, არა იმიტომ, რომ ჩემ გარშემო ყველაფერი კარგადაა, არამედ იმიტომ, რომ ცხოვრება მეტისმეტად მოკლეა იმისთვის, რომ ცოტაოდენს დავჯერდეთ. მე ვირჩევ თავისუფლებას, რადგან, უკაცრავად მაგრამ ცხოვრება მეტისმეტად მოკლეა იმისთვის, რომ ჩარჩოებში ვიჯდეთ.”

onalem

ტესტ