მიკონოსზე სამი კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს: მოპარულია 800,000 ევროს ნივთები

გრძელვადიანი სამძებრო ოპერაციების შედეგად, მიკონოსის პოლიციამ სამი კრიმინალური დაჯგუფება დააკავა. დამნაშავეთა რაოდენობა 7 ადამიანს შეადგენს და თითოეული მათგანი უცხოეთის მოქალაქეა.

კერძოდ, ისინი არიან იტალიელები, რომლებიც 2017 წლიდან ძარცვავდნენ ადამიანებს ხალხმრავლობისას. წინასწარ არჩევდნენ მსხვერპლს, რადგან, ცხადია, მდიდარი უნდა ყოფილიყო, შემდეგ კი ხელსაყრელ დროს ხელებიდან ძვირადღირებულ საათებს ხსნიდნენ.

დამნაშავეთა ასაკი 27-დან 35 წლამდეა. პირველმა ჯგუფმა 21 ივლისიდან 24 ივლისამდე 222,000 ევროს საათები მოიპარეს, მეორე ჯგუფმა 31 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით 310, 000 ევროს საათები, ხოლო მესამე ჯგუფის ნადავლს 300, 000 ევროს ღირებულების საათები წარმოადგენს.

საერთო ჯამში დაფიქსირებულია მათ მიერ ჩადენილი 11 ქურდობა. მათ წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ისინი სიროსის პროკურორის წინაშე წარსდგებიან.

იტალიის ხელისუფლებას მათი მოქალაქეების დაკავების თაობაზე ინტერპოლის მეშვეობით შეატყობინეს.

melano

ტესტ