fbpx
საბერძნეთი

მიკონოსზე მდიდრული სავაჭრო ცენტრი იხსნება

მიკონოსზე, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სანაპიროზე მდიდრული სავაჭრო ცენტრი იხსნება, რომელიც კოსმოპოლიტურ კუნძულზე უამრავ მდიდარ სტუმარს მოუყრის თავს.

სავაჭრო ცენტრს” Nammos Mall” მსოფლიოში ცნობილი რესტორნის გამო დაერქმევა და ტერიტორიას ხასიათს სრულიად შეუცვლის. ის მიკონოსის არქიტექტურული სტანდარდების მიხედვით აშენდება.

მიკონოსის ტელევიზიის ინფორმაციით, სანაპირო ფსარუს უკანა ტერიტორია კუნძულზე ყველაზე პოპულარული ადგილი გახდება. სავაჭრო ცენტრი სამ მეწარმეს ეკუთვნის და მისი მშენებლობა ძალიან მალე დასრულდება.

”Nammos Mall”-ში მდიდრული ტანსაცმლის, საიუველირო და ხელოვნების ნიმუშების მაღაზიები განთავსდება. ამასთანავე, იქნება მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომელიც 300 მანქანაზეა გათვლილი.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ