fbpx
კრიმინალი

მიკონოსზე არაბ ჟურნალისტს 200,000 ევროს ღირებულების საათი მოპარეს!

მიკონოსზე გასულ ზაფხულს იტალიური კრიმინალური დაჯგუფება “მოღვაწეობდა”, რომლის წევრებიც მდიდარი ტურისტების ხელებიდან მილიონობით დოლარის თუ ევროს ღირებულების ძვირფასეულობას ხსნიდნენ.

თუმცა, ახლანდელი ზაფხულიც არ არის გამონაკლისი. ამჯერად არაბ ჟურნალისტს თავს გუშინ დაესხნენ.

როგორც მან პოლიციაში განაცხადა, გუშინ დაახლოებით 23:40 საათზე, პარკინგის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მოულოდნელად ახალგაზრდა მიუახლოვდა და ისე, რომ რეაგირებაც კი ვერ მოასწრო, ხელიდან შვეიცარიული, Richard Mille-ს მარკის საათი მოხსნა.

საათს შავი სამაჯური ჰქონდა, ზემოდან კი ოქროსი იყო. მისი საერთო ღირებულება 200, 000 ევროა. 55 წლის არაბ ჟურნალისტს არ ჰქონდა საათის შეძენის დამადასტურებელი რაიმე საბუთი ან სერიული ნომერი და როგორც მან თქვა, მოპარული საათი აჩუქეს და დაზღვეული არ ყოფილა.

პოლიცია დამნაშავის იდენტიფიცირებას ცდილობს.

onalem

ტესტ