მიკონოსზე აქლემების შემდეგ პითონი ჩაიყვანეს (ვიდეო)

კუნძულზე ვითარება სულ უფრო იძაბება, რადგან მიკონოსის ყველაზე დიდი სანაპირო ბარები, თავიანთი ბრუნვის გასაზრდელად ერთმანეთს ეჯიბრებიან.

შარშან ნამოსზე არაბული მუსიკის კონცერტზე, ცნობილი სახელების გასაპიარებლად, ფსარუსის სანაპიროზე ნამდვილი აქლემები ჩაიყვანეს.

წელს კი პარაგას პლაჟზე მდებარე სანაპირო ბარის, სანტანას რიგიც დადგა, სადაც რობერტო კავალის ახალი არყის გასაპიარებლად გამართულ ღონისძიებაზე, ორგანიზატორებმა შთამბეჭდავი ბერძენი მოცეკვავე მიიწვიეს, რომელმაც ბარში პითონთან ერთად იცეკვა.

ასობით მამაკაცი თავდაპირველად გაშეშდა, მაგრამ შემდეგ მათ ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება დაიწყეს, სანამ მოცეკვავე მათ წინ გველთან ერთად ცეკვავდა. შოუ 10 წუთზე მეტხანს გრძელდებოდა და კავალის ოჯახის წევრების, კერძოდ, რობერტოსა და ტომასოს თვალწინ მიმდინარეობდა.

ღონისძიება გაგრძელდა მოდის ჩვენებით, სილამაზის კონკურსითა და ბარმენთა უნარების შეჯიბრით.

 

melano

ტესტ