fbpx
საბერძნეთი

მიკონოსის საკრებულოს თავმჯდომარე სასტიკი ცემის გამო საავადმყოფოში მოხვდა

გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე პოპულარული კუნძულის საკრებულოს თავმჯდომარეს თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. ინციდენტის შემდეგ მილტიადის აძამოღლუ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კერძოდ, თანამდებობის პირს თავს ღამის 03:00 საათზე, ერთ-ერთ დაწესებულებაში დაესხნენ და ძირითადად სახეში ურტყამდნენ. მან მძიმე დაზიანებები მიიღო და ნაკერების დადება დასჭირდა.

ერთ-ერთი წყაროს ინფრომაციით, დამნაშავეები თავდაპირველად მას უთვალთვალებდნენ და ყველა მის ნაბიჯს აკონტროლებდნენ. აღსანიშნავია, რომ იგივე მოხდა მისი ერთ-ერთი ნათესავის შემთხვევაშიც, რომელიც ასევე სასტიკად სცემეს.

ბოლო ორი წლის მანძილზე კუნძულზე გავრცელებული ძალადობის შემთხვევის გამო, მიკონოსის მერმა, კონსტანტინოს კუკასმა პოლიციის მუშაობის გააძლიერება მოითხოვა, თუმცა, საბერძნეთის პოლიციისგან თანხობა ვერ მიიღო.

გასაოცარია, მაგრამ მიკონოსზე ამჟამად პოლიციის 30 ოფიცერი მსახურობს, რომელთაგან 15 პრობაციის ოფიცერია. ამის პარალელურად იქ ახლა 18, 000-მდე ტურისტი მოძრაობს.

მოსახლეობა ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარეზე თავდასხმა მხოლოდ წვერია იმ აისბერგის, რომელიც კუნძულზე ვითარებას ამძიმებს.

onalem

ტესტ