fbpx
საზოგადოება

მიკონოსი – უძრავი ქონების “El Dorado”: კვადრატული მეტრი 6,500 ევროდ!

ფუფუნების ბაზარზე ყველაზე მაღალანაზღაურებადი “ქარების კუნძული” წამყვან პოზიციას იკავებს.

შესყიდვებისა და გაქირავების ფასების შესახებ კვლევისა და ანალიზის შედეგების მიხედვით, მიკონოსი პირველობას ინარჩუნებს ხმელთაშუაზღვისპირეთში. კუნძულის უძრავი ქონების ყველაზე გამოცდილმა აგენტმა 1000კვ.მ. ვილა შვიდ მილიონ ევროდ გაყიდა. მიკონოსი ბოლო წლებში უძრავი ქონების “El Dorado” გახდა.

Agean Property-ს ანგარიშის თანახმად და ბაზრისა და გაქირავების ფასების ანალიზით, მიკონოსს ხმელთაშუაზღვაში ყველაზე მაღალი შემოსავალი აქვს. ეგეოსის ამ შიშველმა კლდეებმა, სადაც ბინას € 6,500 კვ.მ ყიდულობ, უკან ჩამოიტოვა ისეთი კურორტები, როგორიცაა სენ ტროპე, სარდინია, კაპრი.

გასულ ზაფხულს, ოცდაათი სახლი გაიყიდა ქარის კუნძულზე, სადაც ფასები 600, 000 ევროდან იწყებოდა და 7 მილიონს აღწევდა. ძვირიანი ბინების გაყიდვების ბრუნვამ გასულ სეზონს ორმოცდაათ მილიონი ევრო შეადგინა, მყიდველები კი ძირითადად, ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოდიოდნენ.

ბევრი ახალი მფლობელი აქირავებს საკუთარ სახლებს ზაფხულში და ფასები დღეში თორმეტი ათას ევროსაც აღწევს. ამ გზით ისინი ცდილობენ თავანთი ინვესტიციების დაბრუნებას კიკლადების ‘’ოქროს’’ კუნძულის ხარჯზე.

onalem

ტესტ