fbpx
კრიმინალი

მიკონოსი: სანაპიროზე უცხოელმა მამაკაცმა ბერძენი თანამშრომელი დაჭრა

დღეს დილით მიკონოსის ერთ-ერთ პრესტიჟულ სანაპირო ბარში ორ მამაკაცს შორის სისხლიანი შელაპარაკება მოხდა.

კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია 33 წლის ბერძენი მამაკაცი, რომელსაც თავის ფილიპინელ თანამშრომელთან კამათი მოუვიდა. შემდეგ კი ყველაფერი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ფილიპინელმა ბერძენი მამაკაცი დანით დაჭრა.

შეკამათების მიზეზები ამ დრომდე უცნობი რჩება.

33 წლის ბერძენი მიკონოსის კერძო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე ხანს დარჩება.

ფილიპინელი პოლიციამ დააკავა, პარალელურად კი შემთხვევის მიზეზებს იძიებენ.

onalem

ტესტ