fbpx
საზოგადოება

მიკონოსი: რუსმა ოლიგარქმა სადილობისას 30,000 ევრო დახარჯა

კოსმოპოლიტურ კუნძულ მიკონოსზე, პანორმუს სანაპიროზე 6 ძვირადღირებული მანქანა შევიდა. მათი მფლობელი, რუსი ოლიგარქი, მიხაილ პროხოროვი სასადილოდ მოდელებთან და მცველებთან ერთად მივიდა.

მან საკუთარი კამპანიისთვის ზღვის პროდუქტები შეუკვეთა. გოგონები შამპანურ Crystal-ს სვამდნენ, ხოლო თავად ოლიგარქი თეთრ ღვინო Gaya-ს, რომელიც 1 ბოთლი 1,500 ევრო ღირს.

DJ-იმ ისიც კი გადწყვიტა, პატივისცემის ნიშნად, რუსული სიმღერები ჩაერთო, რამაც მიხაილ პროხოროვზე ოდნავ იმოქმედა. მისმა კომპანიონებმა სადილის შემდეგ იცეკვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც ოფიციალურად დადასტურებული არ არის, ოლიგარქმა სადილში სულ 30,000 ევრო დახარჯა.

ბერძნული მედია იტყობინება, რომ ის მიკონოსზე რამდენიმე დღით რჩება და თავის ვილაში ცხოვრობს.

onalem

ტესტ