fbpx
კრიმინალი

მიკონოსი: პოლიციამ 38 წლის თაღლითი დააკავა

საბერძნეთის ერთ-ერთ პოპულარულ კუნძულ მიკონოსზე 38 წლის მამაკაცი ტურისტული კომპანიების მოტყუებისთვის დააკავეს. მან სულ ცოტა 38,000 ევროს ღირებულების საქონელი და მომსახურების სერვისი მიითვისა.

ეჭვმიტანილს, რომელიც პროკურორის წინაშე კუნძულ სიროსზე წარსდგა, ბრალად საბანკო ანგარიშების გაყალბება ედება. ამას აკეთებდა იმისთვის, რომ სასტუმროს ნომრები და მანქანები დაექირავებინა.

ცნობილია, რომ ის ამ საქმიანობით გასული წლის მაისიდან სექტემბრის ჩათვლითაც იყო დაკავებული. ბოლოს კი, მისი ქმედებები გასულ კვირას დააფიქსირეს. მან კუნძულზე მოტყუებით 38,000 ევროს ღირებულების მომსახურება მიიღო.

ის წარსულში იძებნებოდა ქონებისთვის ცეცხლის წაკიდების ბრალდებით.

onalem

ტესტ