fbpx
საზოგადოება

მიკონოსი: კლიენტმა მიმტანს ზედმეტად 40, 000 გადაუხადა, თუმცა, გააზრებულად!

კუნძულ მიკონოსზე მდებარე ერთ-ერთი სანაპირო ბარის მიმტანი თვალებს არ უჯერებდა, როცა აღმოაჩინა, რომ კლიენტმა ჩეკზე გამოწერილ თანაზე გაცილებით… უფრო სწორად, რომ ვთქვათ, ზედმეტად ზედმეტი გადაუხადა.

კერძოდ, არაბი ტურისტი ბარს “Scorpios” ესტუმრა და 25, 000 ევროს ღირებულების შეკვეთა მისცა. როდესაც გადახდის დრო მოვიდა, მან ბარათით გადახდა მოითხოვა და აღნიშნული 25, 000 ევროს ნაცვლად, 65, 000 ევრო გადაიხადა. ცხადია, 40 ,000 ევრო სრულიად არაფერში.

მიმტანი ძალიან დაიბნა და მაშინვე ხელმძღვანელობას შეატყობინა. ბარის ერთ-ერთი წარმომადგენელი არაბ ტურისტთან მივიდა და მოკრძალებით ჰკითხა, თუ რატომ გადაიხადა ზედმეტი. მან კი ძალიან მარტივად უთხრა, რომ, უბრალოდ, მათი მომსახურება და ატმოსფერო მოსწონდა და სწორედ ამიტომ, 40, 000 ევროს ზედმეტად უტოვებდა.

და ცხადია… ის არ არის ერთადერთი ასეთი ტურისტი, რომელიც ამ ბარს სტუმრობს.

onalem

ტესტ