მიკონოსი: ძარცვა ცნობილი ბიზნესმენების ვილებში გრძელდება

მიკონოსზე დანაშაულებრივი ჯგუფი მოქმედებს, რომელიც მდიდრულ ბინებს ძარცვავს. ამ ჯერზე მათი მსხვერპლი არაბი ტურისტები არიან, რომელთაც ვილები ჰქონდათ ნაქირავები.

ბოლო პერიოდში კრიმინალთა ჯგუფის შესახებ აღარ დაწერილა. თუმცა, სეზონის დასასრულს მათ საქმიანობა არ შეწყვიტეს და ქურდობის ფაქტებს დასასრული არ უჩანს.

არაბების სახლიდან, რომელიც მათ კასტროს ტერიტორიაზე, ცნობილი ბერძენი ბიზნესმენისგან ჰქონდათ ნაქირავები, ძვირფასეულობა, თანხა და ტრადიციული არაბული ტანსაცმელიც კი მოიპარეს.

როდესაც ისინი საღამოს სახლში დაბრუნდნენ, აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთი აივნის კარი გატეხილი იყო. სახლში შესვლისას კი ნახეს, რომ მათი ყველა პირადი ნივთი გამქრალი იყო.

პოლიცია ცდილობს კრიმინალთა იდენტიფიცირებას. ოფიცრების განცხადებით, მათ მდიდრული სახლებიდან მიაქვთ ყველაფერი, რისი წაღებაც კი შესაძლებელია.