fbpx
საზოგადოება

მიკონოსი: ცნობილი ბიზნესმენის ვილაში საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლები შეიჭრნენ

ფინანსთა სამინისტროს აუდიტის სამსახური გადასახადების გადაუხდელობის გამო, მიკონოსის ერთ-ერთ “შავ“ ვილაში შეიჭრა. ქარების კუნძულზე საჯარო შემოსავლების დამოუკიდებელი ხელისუფლების აუდიტი მუშაობს მაშინ, როცა ფინანსთა სამინისტრო არა მხოლოდ სანაპირო ბარებსა და მაღაზიებში, არამედ ვილებშიც, რომელთაც მფლობელები ინტერნეტის მეშვეობით აქირავებენ, გამოძიებას უკანონო ფულთან დაკავიშრებით აწარმოებენ.

ბოლოს ოთხშაბათს, შუადღისას, ჰულაკიის რაიონში მდებარე ვილა შეამოწმეს, რომელიც კუნძულის ცნობილ ბიზნესმენ ქალს ეკუთვნოდა და 600 ევროდ აქირავებდა, უცხოური გვერდის მეშვეობით. აუდიტმა დაადგინა ვილის ადგილმდებარეობა და მფლობელთან შეხვედრა დანიშნა. სინამდვილეში, გარკვეული ინფორმაციის თანახმად, სახლი მიუწვდომელ ადგილზეა, რის გამოც GPS-ის გამოყენება გახდა საჭირო.

აუდიტის თანამშრომლები ტურისტების წყვილს ასახიერებდნენ, ცნობილი მეწარმესთან ისაუბრეს და როდესაც გარიგება 600 ევროზე შეთანხმებით დასრულდა, მათ თავიანთი ვიანობა გაამხილეს და საჭირო დოკუმენტები მოითხოვეს.

მან თავი ვერ გაიმართლა და ამიტომ, დაიწყო ბოლო სამი თვისა და კონკრეტული მოვაჭრის საქმიანობაზე გამოძიება, რათა დადგინდესსაგადასახადო აღკვეთის სიდიდე და სათანადო ჯარიმები დაუწესდეს.

გარკვეული ინფორმაციით, მის აქტივებში ჯერჯერობით 366 დარღვევა ფიქსირდება და ჯერ აუდიტის გამოძიება არ დასრულებულა!

ქარის კუნძულის “შავი” ვილების შემოწმება გაგრძელდება.