მიკონოსი: ცნობილ Nammos-ს სანაპიროს კონტრაქტი შეუჩერდა

საბერძნეთის ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებრივი აქტივების დეპარტამენტმა Nammos სანაპიროზე მდებარე რესტორანსა და ღამის კლუბს პლაჟის გამოყენების უფლება შეუჩერა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ Nammos Restaurant-ის მფლობელებმა ააშენეს პლატფორმა კონცერტისთვის, რომელიც აგვისტოს ბოლოს იყო დაგეგმილი. ეს ყველაფერი კი საზოგადოების სანაპიროსთან წვდომის ხელისშემშლელი პირობაა.

გადაწყვეტილება გუშინ საღამოს გამოქვეყნდა. ღამის კლუბის ხელიმძღვანელობამ 236 კვადრატული მეტრის სცენა ააშენა, რომელსაც 2017 წლის 31 აგვისტოს დაგეგმილი კონცერტისთვის უნდა ემასპინძლა. ამით მათ ხელშეკრულების პირობები დაარღვიეს.

ხელშეკრულების თანახმად, მათ უფლება ჰქონდათ ტერიტორიაზე ჰქონოდათ დაწესებულება, რომლის სახელია ოფიციალურად Nammos Restaurant და 339,6 კვადრატული მეტრი, რათა განელაგებინათ შეზლონგები და ქოლგები.

ნებისმიერი სხვა სამშენებლო თუ სამონტაჟო სამუშაო, აღნიშნული სანაპიროს ტერიტორიაზე, კონტრაქტით არ იყო გათვალისწინებული.