fbpx
საზოგადოება

მიკონოსი 80-იან წლებში: სექსი, სასმელი და როკ “ენ” როლი

1974 წლის აგვისტოში ანტონის მაკრანტონისი პირველად ყვინთავს მიკონოსის იმ ჰედონიზმში, რომელსაც არაფერი აქვს საერთო დღევანდელთან. ჩაყვინთვა იმდენად მოსწონს, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში იგი კუნძულზე მუშაობს, როგორც DJ, ყველაზე ლეგენდარულ ადგილებში.

მისი მოგონებები ყველა დროის ისეთ მიკონოსზე, რომელიც ძალიან განსხვავდება დღევანდელისგან, წარმოდგენილია მის წიგნში, “ელევთერუდაკის” გამოცემით.

ამ წიგნში ყველაფერია: ეგზოტიკური სანაპირო წვეულებები, ოფლიანი ღამეები “ცხრა მუზაში”, ერთი ღამის ინტიმური ური შეხვედრები, გაუთავებელი ფლირტი და სამეგობრო, რომელმაც საკუთარი ისტორია შექმნა.

ავტორის მიერ აღწერილ მიკონოსში ნებადართული იყო ყველაფერი, განსაკუთრებით კი ნუდიზმი, კუნძულის თითქმის ყველა ლამაზ პლაჟზე, როგორიცაა პარაგა, პანორმოსი, პლატის გიალოს, აგიოს სოსტის და ფარადაისი.
ეს იყო წლები, როდესაც კუნძული გეუბნებოდა: “იცხოვრე ისე, როგორც მოგწონს და სხვებმაც ისე იცხოვრონ, როგორც მოსწონთ”.

ერთმანეთს არ აკრიტიკებდნენ ჩაცმულობის ან სიარულის გამო, ბევრჯერ ისინი დიდ კომპანიად იქცეოდნენ და არავის არაფრის კეთება ევალებოდა .

საბერძნეთში, სადაც სექსი დაშვებული იყო მხოლოდ ნიშნობის შემდეგ, მიკონოსზე შეგეძლო გესარგებლა ამით ზედმეტი ვალდებულებების და კითხვების გარეშე. ასევე ყველა ეთაყვანებოდა მუსიკას, რომელიც ჩამოჰქონდათ ნიუ იორკიდან მათ, ვინც კუნძულზე ყოველ ზაფხულს ჩამოდიოდა.

მწერალიც ამ ყველფერს ეთაყვანებოდა მიკონოსზე და ეს ყველაფერი დაიკარგა, როდესაც კუნძული შეიცვალა და დაემსგავსა ემირატებს, სადაც ჩილიმი და აღმოსავლური მუსიკა ქმნის განწყობას.

დღეს იქ არის რითმი, რომელიც არაფრით გვახსენებს ძველ მიკონოსს…

onalem

ტესტ