fbpx
კრიმინალი

მიკონოსი: 5 წლის ბავშვი საწოლზე მიაბეს, შემდეგ 145, 000 ევრო წაიღეს

ბერძნული საინფორმაციო წყაროები შოკისმომგვრელი ძარცვის შესახებ აქვეყნებენ ინფორმაციას. ბრალი თავად დაზარებულის ქმარს, 49 წლის ბიზნესმენს ედება.

კერძოდ, ქალი, რომელიც წლებია მიკონოსზე ცხოვრობს და მოღვაწეობს, პოლიციაში მივიდა და განაცხადა, რომ ქურდობის მსხვერპლი  გახდა. მისი თქმით, უცნობი პირები შაბათს სახლში შეეჭრნენ და 145, 000 ევრო მოპარეს.

ყველაზე საშინელი ფაქტი ის არის, რომ თავდაპირველად მძარცველებმა 5 წლის ბავშვი საწოლზე მიაბეს, ხოლო შემდეგ იმ ადგილისკენ წავიდნენ, სადაც ოჯახის თანხას ინახავდა.

ის ასევე აცხადებს, რომ თანხის ადგილმდებარეობის შესახებ მხოლოდ მან და მისმა მეუღლემ იცოდნენ, რომელთან ერთადაც აღარ ცხოვრობს.

5 წლის ბავშვის მამამ, მას შემდეგ, რაც პოლიციამ დაკითხა, დანაშაული აღიარა.

49 წლის მამაკაცი სიროსის პროკურატურაში გადაიყვანეს.

მას ძარცვის ბრალდებით გაასამართლებენ.

onalem

ტესტ