fbpx
საზოგადოება

მიკონოსი: 28 ევრო 4 ნაჭერ პურში, 16 ევრო ორ ბოთლ წყალში – გაოგნებული ბერძნები

ბერძენი წყვილი ვერც კი იჯერებდა ციფრს, რომელიც მიკონოსის ერთ-ერთ რესტორანში მოტანილ ქვითარზე ეწერა. მათ 122 ევრო გადაიხადეს, თუმცა, ძირითადი კერძი შეუკვეთავთ.

კერძოდ, წყვილმა შეუკვეთა ღვინო, რომლის ღირებულებაც 48 ევრო იყო, ასევე სალათი, 16 ევროს ღირებულების და პური, რომელიც მხოლოდ ოთხ ნაჭერს შეადგენდა, თუმცა, მისი ფასი 28 ევრო იყო. გამოდის, რომ ერთ ნაჭერ პურში 7 ევრო გადაიხადეს.

მათ კომიკური კითხვები გაუჩნდათ, ცომი იყო ოქროსი, თუ საცხობს ჰქონდა Michelin-ის სამი ვარსკვლავი. თუმცა, მათი გაკვირვება ამით არ დასრულებულა. ქვითარზე ეწერა, რომ ორი ბოთლი მინერალური წყალი 16 ევრო ღირდა.

წყვილმა რესტორანი სწრაფად დატოვა, თუმცა, საბოლოოდ მათ მიერ გადახდილმა თანხამ 122 ევროს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მათ რაიმე განსაკუთრებული კერძი არ შეუკვეთავთ.

იხილეთ ქვითარი:

 

onalem

ტესტ