fbpx
კრიმინალი

მიკონოსი: 200,000 ევროს ღირებულების საათის ქურდები დაკავებულები არიან

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მიკონოსზე ჩასულ არაბ ჟურნალისტს მოპარეს საათი, რომლის ღირებულებაც 200, 000 ევროა. საბერძნეთის პოლიციამ დამნაშავეები გუშინ დააკავა.

კერძოდ, დაკავებულია ორი მამაკაცი, 22 და 23 წლის და ერთი გოგონა, 26 წლის.

როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდა მამაკაცები ქურდობას უშუალოდ ჩადიოდნენ, ხოლო 26 წლის გოგო კი დანაშაულის ჩადენამდე სიტუაციას ზვერავდა და სავარაუდო მსხვერპლს არჩევდა.

მათ ანგარიშზე, არა მხოლოდ 55 წლის არაბი ჟურნალისტის, არამედ კიდევ მრავალი სხვა მდიდარი ადამიანის ძარცვაა.

ისინი მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ, რომელიც ყალბი პასპორტებით ჰქონდათ ნაქირავები.

პოლიციამ ისინი აეროპორტში დააკავა, როდესაც კუნძულის დატოვებას ცდილობდნენ.

მათი ეროვნების შესახებ ცნობილი არ არის.

onalem

ტესტ