fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

მიკონოსი: 18 წლის იტალიელი, როგორც კრიმინალური დაჯგუფების სატყუარა

18 წლის იტალიის მოქალაქე კუნძულ მიკონოსზე ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების წევრი იყო. მას იყებენდნენ, როგორც სატყუარას, რათა ეპოვნა მდიდარი მსხვერპლი, შემდეგ თავს დასხმოდნენ და მოეპარათ შვეიცარული საათები, რომლებიც ათასობით ევრო ღირს.

დამნაშავეთა ჯგუფი ძარცვავდა მდიდარ ტურისტებს მდიდრულ კლუბებში, სანაპიროებზე, ბარებში, აღწევდნენ ვილებსა და სასტუმროს ნომრებშიც კი. მიკონოსი განთქმულია მსგავსი დანაშაულით და სწორედ ამიტომ, საბერძნეთის პოლიციამ იქ თანამშრომლები გაგზავნა კანონდარღვევების აღმოსაფხვრელად.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებიდან აღსანიშნავია ერთი შემთხვევა, რომელიც 1 აგვისტოს პარაგას სანაპიროზე ერთ-ერთ ბარში მოხდა. ბარის თანამფლობელს ძალიან ძვირადღირებული საათი წაართვეს, შემდეგ სცემეს და გაუჩინარდნენ. მამაკაცი საავადმყოფოში მოხვდა.

რაც შეეხება 18 წლის იტალიელ გოგონას. ის თანამზრახველებთან ერთად მდიდრულ კუნძულზე ზაფხულის დასაწყისში ჩავიდა და ”საქმიანობა” დაიწყო.

ის პოულობდა ტურისტებს აეროპორტებში, რომლებიც ძვირფას საათებს ატარებდნენ. მაგალითად, 4 აგვისტოს მან ინგლისელი ბიზნესმენი აღმოაჩინა, რომელიც კუნძულზე კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა. შემდეგ, როდესაც ის სახლში მივიდა და მანქანა გააჩერა, 18 წლის გოგონამ საუბრით ყურადღება გადაატანინა, რის პარალელურადაც დანარჩენი დამნაშავეები მას თავს დაესხნენ და ხელიდან 50, 000 ევროს ღირებულების Rolex Daytona-ს საათი მოხსნეს

. იმისთვის, რომ ადგილიდან სწრაფად გაქცეულიყვნენ, რამდენიმე მეტრში მოტოციკლები ჰყავდათ გაჩერებული. ერთი თავისთვის, ხოლო მეორე 18 წლის იტალიელისთვის.

onalem

ტესტ