fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

მიკონო: მამაკაცმა, რომელსაც სანაპიროზე 10 წლის შვილი გარდაეცვალა, ”წყლის უსაფრთხო სპორტის” ცენტრი დააარსა

კუნძულ მიკონოზე, პანაიოტის პასხალაკის 10 წლის ვაჟი 2014 წლის ზაფხულში სანაპიროზე გარდაიცვალა.

მამაკაცმა, სწორედ იმ ადგილას, ბავშვთა გასართობი ”წყლის უსაფრთხო სპორტის” ცენტრი დააარსა და საჯაროდ ახლახანს გასხსნა. სანაპიროს სახელია კალო ლივადი. მასხალაკის თქმით, გასული სამი წელი ყველაზე საშინელი პერიოდი იყო მის ცხოვრებაში.

კვირას მან ინაუგურაცია გამართა და ხალხს უსაფრთხოების ცენტრთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

2014 წლის ზაფხულში 10 წლის მიხალისი წყლის სპორტს ემსხვერპლა, 2017 წელს კი მისმა მამამ არასამთავრობო ორგანიზაცია “Safe Water Sports” გახსნა.

ცენტრის მიზანია ბავშვებს ასწავლონ, თუ როგორ დაკავდნენ წყლის სპორტით უსაფრთხოდ.

ცენტრის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საზღვაო გადაზიდვების მინისტრი, პანაიოტის კურუმბულისი და ახალი დემოკრატიის ვიცე-პრეზიდენტი, ადონის გეორგიადისი.

onalem

ტესტ