fbpx
პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩავიდა

საქართელოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ თანამოზარეებთან ერთად კიევში ჩავიდა. ის კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან იმყოფება.

“თუ ისინი დოკუმენტს არ მომცემენ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართავ,” – განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მას არაფრის ეშინია და ბრძოლას აგრძელებს.

” პოროშენკოსთან პირადი კონფლიქტი არ მაქვს. მთავარი პრობლემა ოლიგარქებს უკავშირდება, რომელთაც ქვეყანა გაანადგურეს “, – განაცხადა სააკაშვილმა.

იგი 20 სექტემბერს დნეპრში გამგზავრებას გეგმავს. მისი ინფორმაციით, დნეპრის ხელისუფლება კონტრაქციისთვის ემზადება. “მათ “ტიტუშკები” უკრაინიდან ჩამოიყვანეს”,-აცხადებს სააკაშვილი.

18 სექტემბერს კი,ლვოვის ოლქში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. საქმის განხილვა პარასკევს, 22 სექტემბერს ჩაინიშნა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის საზღვარი 10 სექტემბერს გადაკვეთა. მანამდე მას ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვეს.

პოლიტიკოსმა, მომხრეების თანხლებით, პოლონეთი-უკრაინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტ შეგინთან, ძალით გაარღვია კორდონი, რის შედეგადაც, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და აქციის მონაწილე რამდენიმე პირი დააკავეს. თავად სააკაშვილი თავისუფლებაზე რჩება. საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, სააკაშვილი ლვოვში ჩავიდა, სადაც მოკავშირეებთან შეხვედრები გამართა. ამის მერე კი, მთელი უკრაინის მასშტაბით, ტურნე გამოაცხადა.

onalem

ტესტ