fbpx
საზოგადოება

მიგრანტი გოგონა, რომელმაც 18 ადამიანი გადაარჩინა, კორიდალოს ციხიდან გამოუშვეს!

23 წლის სარა მარდინი აგვისტოში ადამიანებით ვაჭრობის საქმეში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. მას მხოლოდ და მხოლოდ 23 წლის ასაკში 18 ადამიანი ჰყავს სიკვდილს გადარჩენილი კუნძულ ლესვოსზე, ამის პარალელურად ის მსგავს დანაშაულში მონაწილეობისთვის გაასამართლეს.

ცნობილი გახდა, რომ მარდინი საკუთარი ადვოკატის მოთხოვნით, 5, 000 ევროს გირაოს საფუძველზე კორიდალოს ციხიდან გაათავისუფლეს.

ის იყო მოხალისე, რომელიც მუშაობდა აღნიშნულ კუნძულზე და ეხმარებოდა არალეგალ მიგრანტებს, რომლებიც შუა ზღვაში სიკვდილს ებრძოდნენ.

სარა მარდინის და კიდევ ერთ მოხალისეს კორიდალოს ციხეში 25 წლამდე პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. მათ ბრალდებებს შორის იყო ადამიანებით ვაჭრობა, ფულის გათეთრება და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობა.

საბოლოოდ ადვოკატის ბრძოლის შედეგად, სარა მარდინი გაათავისუფლეს და მას თავისუფლად შეუძლია წავიდეს გერმანიაში, სადაც საბერძნეთში ჩამოვლამდე სწალობდა და მუშაობდა.

 

onalem

ტესტ