მიგრანტების საცხოვრებელი კარვები თოვლით დაიფარა

საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის მინისტრის იანის მუზალასის  განცხადებით, ლესვოს კუნძულზე ჯერ კიდევ არიან მიგრანტები გათბობის გარეშე ღია ცის ქვეშ, კარვებში, რომლებსაც თოვლი ფარავს. ამ ინფორმაციას ბერძნული მედიაც ადასტურებს.

ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინ მუზალასმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ: ,,ლტოლვილები და მიგრანტები სიცივეში აღარ ცხოვრობენ, ჩვენ წარმატებით დავასრულეთ ამ ყველაფრის უზრუნველსაყოფად მუშაობა”. და დაამატა, რომ მხოლოდ 40 კარავია თესალონიკთან ახლოს, ხოლო 100 კი ათენში.

თუმცა წყაროები აჩვენებენ ვიდეოებსა და ფოტოებს, რომლებზეც აღწერილია, რომ მიგრანტები კვლავ იტანჯებიან საშინელი სიცივის გამო, ღია ცის ქვეშ მდგარ კარვებში მორიაზე, ხოლო მიგრანტების მიმღები ცენტრი ლესვოს კუნძულზე 5,800 ადამიანს მასპინძლობს.

,,ქალები და კაცები იძულებული არიან ერთად იცხოვრონ. კარვებში, რომლებიც გათვლილია ორი ადამიანისთვის, 4-5 ადამიანი ათევს ღამეს”. იუწყება ერთ-ერთი წყარო.

ამჟამად აკრძალულია ვიდეო-ფოტო გადაღება, რათა დაიმალოს ის საშინელი მდგომარეობა, რომელშიც ლტოლვილები იმყოფებიან, მათ უწევთ გარეთ ცხოვრება თოვლში, ყოველგვარი გათბობისა და ელექტრო ენერგიის გარეშე.

აღნიშნული სიტუაცია საზარელია. მიგრანტების კარვებს მხოლოდ პლასტიკური მასალა ფარავს, ისინი ისეთი სერიოზული  დაავადებების რისკის  ქვეშ იმყოფებიან, როგორებიცაა გრიპი და ჰიპოთერმია ( სხეულის დაბალი ტემპერატურა) , რაც შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს.

evden eve nakliyat evden eve taşıma eşya depolama ofis tasima evden eve nakliyat kadikoy evden eve nakliyat evden eve nakliyat