fbpx
საზოგადოება

მიგრანტები თესალონიკის ცენტრის დატოვებაზე უარს ამბობენ

როგორც უკვე ცნობილია, თესალონიკის ცენტრში, არისტოტელუს მოედანზე უცხოელმა მიგრანტებმა საძილე ტომრები გაშალეს და ეს ადგილი ლტოლვილთა ბანაკს დაემსგავსა.

ხალხი, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა ქალაქის ცენტრში ასეთ პირობებში ცხოვრობს, უარს ამბობს, ტერიტორიის დატოვებაზე და სპეციალურ ბანაკში გადასვლაზე. საქმეში ჩასარევად კი პოლიცია ნელ-ნელა ემზადება.

არცერთი მიგრანტი არ არის თანახმა, რომ გადავიდეს ლტოლვილთა ბანაკში, სადაც, უნდა აღინიშნოს, რომ ასევე რთული პირობებია.

ჩრდილოეთ საბერძნეთის და ეპირუსის რეგიონული კოორდინატორი და მიგრაციის მინისტრი უცხადებს, რომ არავინ აპირებს მათ დაპატიმრებას და გადაიყვანენ ისეთ ადგილას, სადაც მშვიდად ძილს და ბანაობას შეძლებენ.

“ჩვენ გვირჩევნია აქ, სიცივეში დავრჩეთ, ვიდრე ლტოლვილთა ბანაკში წავიდეთ, ჩვენ ნანახი გვაქვს ვიდეოები, თუ როგორია იქ ყოველდღიური ცხოვრება,” ამბობენ მიგრანტები.

მეორეს მხრივ, მათ მისცეს პირობა, რომ 3-4 დღეში აღიჭურვებიან საბუთებით, სადაც განმარტებული იქნება, თუ სად იცხოვრებენ, პოლიციის 24 საათიანი დაცვის ქვეშ.

onalem

ტესტ