fbpx
საზოგადოება

მგზავრის ხუმრობის გამო ხალხი თვითმფრინავიდან გადმოხტა- არიან დაშავებულები

ავიაკომპანია Lion Air-ის კუთვნილ თვითმფრინავში პანიკა მას შემდეგ ატყდა, რაც ერთ-ერთმა მგზავრმა უხეიროდ იხუმრა ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ.

ავიაკომპანია ინდონეზიას ეკუთვნის.

შეშინებული მგზავრები მყის ლაინერის კუდში განთავსებული ავარიული გასასვლელისკენ გაცვივდნენ და უწესრიგოდ დაიწყეს ხომალდიდან გადახტომა. შედეგად, დაშავდა 11 მგზავრი. ზოგ მათგანს კიდურები აქვს მოტეხილი, ზოგმა კი თავის ტრავმა მიიღო.

ადგილზე გამოცხადებულმა სპეციალისტებმა თვითმფრინავი საფუძვლიანად შეამოწმეს, მაგრამ ასაფეთქებლის ვერანაირი კვალი ვერ აღმოაჩინეს.

პოლიციამ მგზავრი, რომელმაც ბომბის შესახებ იხუმრა, დააპატიმრა.

 

onalem

ტესტ