fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

მღვდელმა საკუთარი ძაღლი სასტიკად მოკლა: შოკისმომგვრელი ვიდეო

გავრცელდა შოკისმომგვრელი ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ რა სასტიკად მოკლა საკუთრი ძაღლი 74 წლის მღვდელმა. ვიდეო მისმა მეზობელმა გადაიღო.

ეს ყველაფერი მესინიაში, კერძოდ სოფელ ეპიაში მოხდა. 22 წამიანი ვიდეოს გადაღების შემდეგ, მეზობელმა მომხდარის შესახებ პოლიციაში განაცხადა და 74 წლის მღვდელი დააკავეს.

აღიარებითი ჩვენების მიცემისას, მღვდელმა თქვა, რომ მან იარაღით მოკლა თავისი ძაღლი, რადგან ის ვერ დადიოდა და უნდოდა მტანჯველი სიკვდილისგან ეხსნა. ის ადგილობრივ პროკურატურაში გადაიყვანეს და ცხოველებთან სასტიკი მოპყრობის მუხლით გაასამართლებენ. მას ასევე ბრალად ედება იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარება.

მისი სასამართლო პროცესი ორშაბათს გაიმართება. თუ ბრალი დაუმტკიცდება, მღვდელს მინიმუმ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5,000-დან 15,000 ევრომდე ჯარიმა ელის.

onalem

ტესტ