fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

მეხანძრეს, რომელსაც მატიში სახლი დაეწვა, 5, 000 ევრო ჩამოართვეს

თანოს კაზაკიდისი მეხანძრეა, რომელიც ამჟამად უმუშევარია და რომელსაც მატის სასიკვდილო ხანძრის დროს სახლი დაეწვა. როგორც ცნობილია, ხანძრით დაზარალებულ პირებს სახელმწიფოსგან დახმარების სახით 5, 000 ევრო გადაეცათ, თუმცა, კაზაკიდისმა ამ თანხის აღება ვერ მოახერხა.

როგორც ის ტელეკომპანია ANT1-თან ინტერვიუში აცხადებს:

“ბონუსი 6 აგვისტოს ჩაგვერიცხა. 1, 250 ევროს გამოტანა შევძელი, რომელიც ბანკისგან ხელშეუხებელი იყო, დანარჩენი კი საგადასახადომ ვალების გამო ჩამომაჭრა.

ΕΝΦΙΑ-ს 4, 500 ევრო მმართებდა, თუმცა, ამის პარალელურად, ჩემი სახლი მატიში დამწვარია.”

აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ გაკეთდა კონკრეტული განცხადებები და ხაზი გაესვა იმას, რომ ის თანხა, რომელიც დაზარალებულებს დახმარების სახით გადაეცემოდათ, სრულიად გათავისუფლებული იქნებოდა ნებისმიერი პირობებისგან და არ მოხდებოდა მისი ჩამოჭრა რაიმე სახის ვალის გამო.

როგორც ჩანს, დაპირება არ გამართლდა. უმუშევარმა და უსახლკარო მეხანძრემ მისი კუთვნილი 5, 000 ევროს აღება ვერ შეძლო.

onalem

ტესტ