fbpx
საზოგადოება

“მეუბნებოდნენ, რომ არ შევხდებოდი, რადგან მუქი ფერის კანი მაქვს” – გზა ტკივილიდან წარმატებამდე

ნაილა იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც საბერძნეთში ემიგრაციაში აღმოჩნდა და ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, დღეს წარმატებული გოგონაა. მან ელენორა მელეტისთან ისაუბრა რასიზმის გამოვლინებებზე, რომელსაც ბავშვობაში ბერძნულ სკოლაში გრძნობდა და ძალიან განიცდიდა.

“ბევრ კომენტარებს ვიღებდი ჩემი თმისა და კანის ფერის გამო. სკოლაში წასვლა ამის გამო არ მინდოდა. მეუბნებოდნენ, რომ არ შევხებოდი მათ, რადგან ჩემი კანის ფერი გადაედებოდათ. 7 წლის გოგონასთვის ეს არ არის კარგი მოსასმენი. კუთხეში ვიყავი და ვტიროდი. ჩემს მშობლებს ვუყვებოდი მაგრამ ისინი სხვა ქვეყანაში იყვნენ, რათა ემუშავათ და აღვეზარდე. ამიტომ ისინიც რთულ მდგომარეობაში იყვნენ. სამსახურს კანის ფერი გამო ვერ შოულობდნენ. გრძნობები საერთო იყო. მეუბნებოდნენ, რომ უნდა გავმაგრებულიყავი და რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა,” ამბობს ნაილა.

9 წლის ასაკში ცეკვის კონკურსში მონაწილეობამ ის პოპულარული გახადა და მის მიმართ მომდევნო კლასებში ბავშვების დამოკიდებულებაც შეიცვალა, “შემდეგ ყველა ჩემი მეგობარი გახდა.”

მან ასევე მიიღო მონაწილეობა 2009-2010 წლის Next Top Model-ში, რის შემდეგაც აგრძელებს სამოდელო და მუსიკის სფეროში აქტიურ მოღვაწეობას.

onalem

ტესტ