მეტროს რომელი სადგურები იქნება დაკეტილი შაბათს “პოლიტეხნიოს” გამო?!

საბერძნეთის პოლიციის განცხადებით, შაბათს, 17 ნოემბერს, უსაფრთხოების მიზნით დროებით დაკეტილი იქნება ათენის მეტროს რამდენიმე სადგური.

კერძოდ, სადგური “მეღარო მუსიკის” დაიკეტება 15:00 საათზე, სადგური “ევანგელისმოს” დაიკეტება 16:30 საათზე, სადგური “სინდაღმა” ასევე დაიკეტება 16:30 საათზე.

მეტრო იმუშავებს ჩვეულებრივ, მხოლოდ აღნიშნულ სადგურებში მატარებელი ჩაივლის გაჩერების გარეშე.

სამივე სადგური გაიღება მას შემდეგ, რაც საბერძნეთის პოლიცია ბრძანებას გასცემს.

 

 

melano

ტესტ