fbpx
საბერძნეთი

ათენი: მეტროს სადგურებიდან კერძო დარაჯებს ხსნიან და მათ პოლიცია ანაცვლებს

საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის გაზაფხულს ათენის მეტროსადგურებიდან კერძო დაცვის სამსახურის დარაჯებს სამუშაოდან დაითხოვენ და მათ ადგილას 200-მდე ბერძენ პოლიციელს აიყვანენ.

მთავარი მიზეზი თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება საბერძნეთის მთავრობამ, პანეპისტიმიოს სადგურის ახლად დამონტაჟებული ელექტრონული სისტემების განადგურებაა უცნობი პირების მიერ.

მთავრობის წევრების განცხადებით, კერძო დაცვის სამსახურების დარაჯები არ/ვერ იცავდნენ სადგურებს სათანადოდ და დროა სერიოზული რეაგირება მოახდინონ.