fbpx
საბერძნეთი

მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადება საბერძნეთში ამინდთან დაკავშირებით

ძლიერი წვიმა, ქარიშხალი და თოვლი საბერძნეთის მთიან რეგიონებში – ასეთია ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის სპეციალური პროგნოზი, რომელიც დღეს გავრცელდა. სინოპტიკოსები ამინდის კიდევ უფრო გაუარესებას გვპირდებიან. ქარის სიძლიერე ზოგიერთ რეგიონში 9 ბალს მიაღწევს.

მეტეოროლოგიურ მოვლენას, რომელიც ევროპას დაატყდა თავს და უკვე იტალიაშიც შეინიშნება, “ილექტრა” ეწოდება, საბერძნეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეს გავრცელდება. ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა ძირითადად დასავლეთ საბერძნეთსა და პელოპონისოში, საღამოს საათებში კი აღმოსავლეთ მაკედონიაში, თრაკიში და ეგეოსის კუნძულებზე.

იქროლებს სამხრეთის ქარი, ბუფორტის სკალით 7-დან 9 ბალამდე.

რაც შეეხება ატიკის რეგიონს, მოსალოდნელია მოღრუბლულობა და პერიოდული წვიმა საღამოს საათებში. იქროლებს ასევე სამხრეთის ქარი, ბუფორტის სკალით 4-დან 6 ბალამდე.

ტემპერატურა იმერყევებს 7-დან 16 გრადუსის ფარგლებში. ჩრდილოეთით დაეცემა მინიმუმ 3 გრადუსამდე.

თესალონიკში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ქარი, ბუფორტის სკალით 6 ბალი. ტემპერატურა: 4-დან 16 გრდუსამდე.

onalem

ტესტ