fbpx
საზოგადოება

მესინია: ავტოავარიის შედეგად სამი 15 წლის მოზარდი დაიღუპა

სამი 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა, ხოლო ერთი მამაკაცი კი, დაშავდა გუშინ დილით, ავტოავარიის შედეგად, რომელიც პირგოს-მეთონის ავტობანზე მოხდა ტერფსითეაში.

შემთხვევა დილის საათებში მოხდა. ავტომობილი, რომელსაც მანქანაში მყოფი სამი 15 წლის მოზარდიდან ერთ-ერთი მართავდა, ფურგონს შეეჯახა. ფურგონის მძღოლი 48 წლის რუმინელი მამაკაცი აღმოჩნდა.

ცნობილია, რომ მოზარდები ქალაქ კიპარისიადან იყვნენ.

ორი მოზარდი, 15 წლის ბერძენი ნიკოს ტრიალონას და ბულგარელი ხრისტოს მერტაი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მესამე მოზარდი კი, ენრიკო ბუზანი, რომელიც წარმოშობით ალბანეთიდან იყო, პატრას საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი მდგომარეობა კრიტიკული აღმოჩნდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ ისინი კიპარისიას აკადემიის ფეხბურთელები იყვნენ.  საფეხბურთო გუნდი მათ Facebook-ის საშუალებით დაემშვიდობა.

onalem

ტესტ