მერაბ სეფაშვილი ათენში კონცერტს გამართავს – იხილეთ სიუჟეტი

4 დეკემბერს იწყება პროექტი,,მიგრაცია და ქართული ფესვები,ერთად დგომით მომავლისკენ”,რომლის მთავარი მიზანია საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების სოციალური და კულტურული ინტეგრაცია.
პროექტში მონაწილეობას მიიღებს ცნობილი მომღერალი მერაბ სეფაშვილი,რომელიც ათენის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე წარსდგება და გადაეცემა ,,ათენის ქართული სახლის” საპატიო გასაღები.მისთვის საამაყოა ,რომ ის პირველი ქართველია ვინც ამ ჯილდოს იღებს და აღნიშნავს,რომ მოხარულია დიდი პაუზის შემდეგ ისევ რომ ესტუმრება ათენს.
ის ემოცით აღწერს უკვე ჩატარებულ კონცერტებს და აღფრთოვანებულია იმ გარემოთი,რომელსაც ქართველები ქმნიან მასპინძლობისას.პროექტი მოიცავს ევროპის 5 ქვეყანას,თუმცა მთავარი აქცენტი მერაბზე კეთდება და ვარაუდობენ,რომ მისი კარიერა საბერძნეთში საკმაოდ წარმატებული იქნებოდა.კონცერტი დაგეგმილია სალონიკშიც.მერაბის პროდიუსერი აღნიშნავს,რომ ეს მისთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა.
მერაბი შეასრულებს უკვე ნაცნობ და ასევე უცნობ სიმღერებს,ჰიტებს,რომლებიც სასიამოვნო და საინტერესო იქნება მსმენელისთვის.პროექტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმუშავებს და შესაძლებელია სხვა არტისტების მონაწილეობაც.