მენიოს ფურთიოტი სასამართლოში: რაში ადანაშაულებენ მას?!

გავრცელებული ინფორმაციით, მენიოს ფურთიოტის კიდევ ერთი სასამართლო პროცესი ელის. ტელეწამყვანს იმ მანქანისა და კომპიუტერების მითვისებაში ედება ბრალი, რომელიც მას არ ეკუთვნის.

საჩივრის მიხედვით, ფურთიოტიმ რადიო Party FM-დან წასვლის შემდეგ, თან წაიღო სხვადასხვა ტექნიკა და წაიყვანა BMW-ს მარკის ავტომობილი. ამ ყველაფრის საერთო ღირებულება კი 10, 000 ევროს უდრის.

გაზეთი Espresso წერს, რომ როცა რადიოს ხელმძღვანელობამ მას ნივთების და მანქანის დაბრუნება მოსთხოვა, ტელეწამყვანმა ისინი დააიგნორა. სწორედ ამის შემდეგ უჩივლეს მას.

სასამართლოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, 2018 წლის ივნისამდე მითვისებული ნივთების სტატუსი განუსაზღვრელი დარჩება, შემდეგ კი ახალი სასამართლო პროცესი შედგება.

მომდევნო თვეში ფურთიოტის მოსამართლის კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

melano

ტესტ