fbpx
კრიმინალისაზოგადოება

მედინიდან გაუჩინარებული გოგონას საქმე: ურევია, თუ არა ამ ყველაფერში ავღანური მაფიის ხელი?

მენიდელი გოგონას, ელენა ევსტაფიადის გაუჩინარების ამბავი ნამდვილ თრილერად იქცა.

შეგახსენებთ, რომ მუცლის ტკივილის გამო გოგონა საავადმყოფოში მამამ მიიყვანა, თუმცა, ექიმთან არ შესულა და ტაქსით გაუჩინარდა მშობლის თვალწინ, რომელიც მას შემდეგ ამაოდ ეძებს, მთელი საბერძნეთის მასშტაბით.

ამჟამად არსებული ინფორმაციით, გოგონას უცნაური ვითარებაში გაუჩინარების საქმეში საშიში ხალხია ჩარეული, რომელთაც გოგონა რომელიმე სახლში ჰყავთ ჩაკეტილი. გოგონას მამამ შეაგროვა გარკვეული ინფორმაცია, რომელმაც ის პირდაპირ ავღანურ მაფიასთან მიიყვანა. თუმცა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის თუ კონკრეტულად ვინ ხელმძღვანელობს ამ ამბავს და რა მდგომარეობაშია გოგონა.

ცოტა ხნის წინ გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ გოგონამ მამას ტელეფონით დაურეკა და უთხრა, რომ ის ცოცხალია.

ბუნდოვანია, თუ რატომ არის სრულიად დაუცველი გოგონა ამდენ ხანს უცნაური ხალხის გარემოცვაში და აქვს თუ არა მის ძებნას აზრი. საიტერესოა, თუ სად ეძებს პოლიცია მას. ყველა ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს.

onalem

ტესტ