fbpx
კრიმინალისაზოგადოება

მენიდიდან დაკარგული გოგონა ცოცხალია, თუმცა მისი პოვნა ვერ ხერხდება

17 წლის ელენი ევსტაფიადი, რომელიც 21 იანვარს, ფაქტობრივად, მამის თვალწინ გაუჩინარდა, რამდენიმე თვის შემდეგ, კონტაქტზე პირველად გამოვიდა.

მან შაბათს, 10 ივნისს საკუთარ მამას დაურეკა და უთხრა, რომ ცოცხალი და სრულიად ჯანმრთელია, თუმცა, სად და ვისთან ერთად ცხოვრობს ამ თვეების მანძილზე, ამის შესახებ არაფერი უთქვამს. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ის თესალონიკში იმყოფება. ის მამამისს დაჰპირდა, რომ სახლში მალე დაბრუნდებოდა, მაგრამ სხვა დეტალების გარკვევა მამაკაცმა ვერ მოახერხა.

შემოსული ზარის შესახებ მაშინვე ხელისუფლებას აცნობეს, თუმცა, მისი ამოცნობა ვერ მოხერხდა.

გოგონას დაკარგვასთან დაკავშირებული საქმე არასამთავრობო ორგანიზაციას გადაეცა. ისინი ფიქრობენ, რომ ის კრიმინალური დაჯგუფების მსხვერპლია.

ერთ-ერთ გადაცემაში ელენის მამამ აღნიშნა, რომ პაკისტანელი, რომელთან ერთადაც, უკანასკნელი ინფორმაციით, გოგონა გაუჩინარდა, მისთვის სრულიად უცხო პირია. მან მისი სავარაუდო მისამართი გაიგო, თუმცა, მეზობლების თქმით, მას იქ არასოდეს უცხოვრია, ხოლო ახლო მახლო ბინები კი ცარიელია.

onalem

ტესტ