fbpx
კრიმინალი

მენიდი: სკოლა, რომელშიც 11 წლის ბიჭი გარდაიცვალა, გაძარცვეს

მენიდიში მომხდარი კრიმინალური ინციდენტების რაოდენობამ მაქსიმალურ ზღვარს მიაღწია. ეს ყველაფერი უკვე ცინიზმს ემსგავსება. სკოლა, რომლის ეზოშიც შემთხვევით ტყვიას 11 წლის ბიჭი ემსხვერპლა, გაძარცვეს.

კერძოდ, დაუდგენელი პირები სკოლაში ძარცვის მიზნით შევიდნენ. მენიდის მაცხოვრებელთა თქმით, დამნაშავეებმა თავიანთი ძალის და შესაძლებლობების დემონსტრირება გადაწყვიტეს.

დირექტორი აღშფოთებული იყო ფაქტით, რომ მძარცველებმა 10 წუთში 2 პროექტორისა და 4 ლეპ-ტოპის მოპარვა შეძლეს, პოლიციის მოსვლამდე კი გაქცევა მოახერხეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია აღნიშნულ ტერიტორიაზე ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებასთან დაკავშირებით გამოძიებას აგრძელებს.

onalem

ტესტ