fbpx
კრიმინალი

მენიდი: სახალხო აჯანყება და გათავისუფლებული დამნაშავე!

23 წლის ბოშური წარმოშობის პირმა სასამართლო დარბაზი, სხდომის შემდეგ, თავისუფლად დატოვა. საქმე 11 წლის ბიჭის ტრაგიკულ სიკვდილს ეხებოდა, რომელიც მის შემთხვევით ტყვიას ემსხვერპლა.

სასამართლომ დამნაშავეს 40 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, ასევე დააკმაყოფილა მოთხოვნა, სასჯელის აღსრულების შეჩერების თაობაზე.

ადვოკატის განცხდებით, ის აღიარებს დანაშაულს და ძალიან წუხს მომხდარის გამო. 23 წლის მამაკაცმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო და მის ქმედებას მოტივი არ ჰქონია. ის ასევე უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

მისი თქმით, მან ისროლა სანადირო თოფიდან და არა პისტოლეტიდან.

მოსახლეობა უკიდურესად აღშფოთებულია ინციდენტით და ზოგადად ამ ტერიტორიაზე არსებული სიტუაციით. ასევე, ხელისუფლების უმოქმედობითა და უსამართლობით.

როგორც უკვე იცით, ხალხი საპროტესტო აქციებს აწყობს და პოლიციას ცეცხლით უპირისპირდება.

onalem

ტესტ