fbpx
კრიმინალი

მენიდი: პროტესტი 11 წლის ბიჭის სიკვდილის გამო მოლოტოვის კოქტეილებით

ათენის გარეუბან მენიდიში ბოშური წარმომავლობის პირების სახლებს მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს.

ბოთლებს საპრტოტესტო აქციის მონაწილეები ისროდნენ, რომლებიც 11 წლის ბიჭის სიკვდილის გამო შეიკრიბნენ. მათი რაოდენობა 200-ს აღწევდა.

შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს 23 წლის მამაკაცის გასროლილ შემთხვევით ტყვიას სკოლის მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ის ოჯახის წევრის ციხიდან გათავისუფლებას ჰაერში სროლით აღნიშავდა.

შეკრებილები პოლიციას დაუპირისპირდნენ. ისინი ცეცხლს უკიდებდნენ სახლებსა და ნაგვის კონტეინერებს.

სახანძრო ბრიგადამ ცეცხლო ჩააქრო. მნიშვნელოვანი ზარალი არ დაფიქსირებულა. დაკავებულია 4 პირი.

onalem

ტესტ