fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“დამერწმუნეთ, სანტორინზე ვულკანი ისევ ამოქმედდება” – ბერძენი მეცნიერების დასკვნა

ბერძენი მეცნიერები აღიარებენ, რომ კუნძული სანტორინი ერთ დღეს ვულკანის გადმოფრქვევის წინაშე დადგება.

კუნძულის ერთ-ერთ განსაცვიფრებელ ადგილას, ნეა კამენიში გვხვდება წრიული ფორმის ვულკანი, რომელიც მეცნიერების დასკვნით, შესაძლოა ნებისმიერ დროს ამოქმედდეს.

“დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ვულკანი მომავალში შეიძლება უეცრად ამოიფრქვეს. თუმცა, ღელვა საჭირო არ არის, რადგან ამ პროცესის შესახებ ბევრად ადრე გვექნება ინფორმაცია და მოსახლეობის ინფორმირებას შევძლებთ. ეს იქნება კონტროლირებადი სიტუაცია და კუნძულისთვის დადებითიც კი, რადგან მეტი ტურისტის ყურადღებას მიიპყრობს,” აცხადებს გიორგოს ვუგიუკლაკი.

ნეა კამენი ბერძენი და უცხოელი ტურისტებისთვის საინტერესო 1570 წლიდან გახდა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ის შეიძლებოდა ამოფრქვეულიყო 2011-2012 წლებამდე. სწორედ ამ დროის მანძილზე 1,000-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა.

თესალონიკის არისტოტლეს უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს, რომ სახელმწიფოსგან არ არსებობს არანაირი მხარდაჭერა მათ მიერ განხორციელებულ კვლევებთან დაკავშირებით:

“ამოფრქვევა მომდენო რამდენიმე წელში შეიძლება მოხდეს, რისთვისაც ინფრასტრუქტურა მზად უნდა იყოს.”

onalem

ტესტ